საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება და მათი ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა

პროექტის მიზანი:

განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანზაციების ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რათა მათ უკეთ შეძლონ ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციის და სიღარიბის აღმოფხვრის ხელშეწყობა.

პროექტის ამოცანები:

  • სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება – შედეგად, გაუმჯობესდება სამართლებრივი გარემო , რაც სსო-ებს უკეთესი და უფრო ეფექტური ოპერირების საშუალებას მისცემს;
  • სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა – შედეგად, მოხდება თვითმართველობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ინსტიტუციონალიზება, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ და გამჭვირვალე თვითმართველობას; გაუმჯობესდება სსო-ების საზოგადოებრივი აღიარება და იმიჯი, გაუმჯობესდება და გააქტიურდება მათი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჩართულობის და სამოქალაქო აქტივობის სტიმულირებას;
  • სსო-ების შორის თანამშრომლობის ხელშწყობა – შედეგად, გაუმჯობესდება სსო-ებს შორის კომუნიკაცია, კოორდიანაცია და პარტნიორობა; შეიქმნება სსო-ების ძლიერი გაერთიანება/პლატფორმა/, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის ერთიანი ხედვისა და სტანდარტების ჩამოყალიბებას; უზრუნველყოფს საერთაშორისო პროცესებში ჩართულობას და სსო-ების ინტერესების ადვოკატირებასა და ლობირებას, რასაც, მთლიანობაში, უდიდესი გავლენა ექნება ქვეყანაში სსო-ების განვითარების ეფექტურობაზე და დიდად შეუწყობს ადგილობრივი სსო–ოების საქმიანობის გაუმჯობესებას;
  • სსო-ების შესაძლებლობების გაუმჯობესების ხელსეწყობა შედეგებზე ორიენტირებული მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით – შედეგად, ადგილობრივი სსო-ები შეძლებენ გაიუმჯობესონ უნარები, რათა მათი საქმიანობა მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული საბოლოო შედეგებზე და უზრუნველყონ მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მოხდენა ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციის და სიღარიბის დასაძლევად.

დონორები და პარტნიორები:

Bread for the World

პროექტის არეალი:

საქართველო

პროექტის განხორციელების ვადები:

2011-04-01 – 2014-06-30

პროექტის ხელმძღვანელი:

ია გაბუნია