საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება და მათი ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა – II ფაზა

პროექტის მიზანი:

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება და მათი ეფექტურობის ხელშეწყობა.

პროექტის ამოცანები:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საარსებო გარემოს ხელშეწყობა – პროგრამის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება სამართლებრივი გარემო, რომელშიც იგულისხმება გაუმჯობესებული კანონი გრანტების შესახებ, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, კანონი მოხალისეობის შესახებ; ასევე, სსო-ებს შეეძლებათ მიიღონ იურიდიული დახმარება საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით; შეიქმნება კონცეფცია სსო-ების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს და შექმნის პოლიტიკის შესახებ დიალოგის სივრცეს;
  • ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა – სსო-ები გაიზიარებენ განვითარების ეფექტურობის საერთო ხედვას და ძირითად ინსტრუმენტად გამოყენებული იქნება ვებ-პორტალი www.csogeorgia.ge, როგორც პლატფორმა, რომელიც მის წევრებს, ხელმომწერებსა და მომხმარებლებს საჭიროებებზე ორიენტირებულ ინფორმაციას, კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლის სივრცეს სთავაზობს;
  • შესაძლებლობების განვითარება – სსო-ებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ თანამედროვე მეთოდები და სტანდარტები შემდეგი მიმართულებებით: კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ლობირება და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება, სამოქალაქო ჩართულობის, საჯარო ანგარიშვალდებულებისა და მონიტორინგის განხორციელება; სსო–ებს, სისტემურ ცვლილებაზე ორიენტირებული ინტერვენციებსა და პროექტების მართვისას, შეეძლებათ თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების გამოყენება; ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი აქტორები, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, მოქალაქეთა საჭიროებების უფრო ეფექტურ და კომპეტენტურ ადვოკატირებას განახორციელებენ.

დონორები და პარტნიორები:

Bread for the World

პროექტის არეალი:

საქართველო

პროექტის განხორციელების ვადები:

2014-07-01 – 2017-06-30

პროექტის ხელმძღვანელი:

ია გაბუნია