პროგრესის მონიტორინგი უკეთესი გარემოსთვის

პროექტის მიზანი:

მონიტორინგის ახალი ინსტრუმენტის – სსო მეტრის (CSO METER) საშუალებით, შეფასდეს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემო და შეიქმნას ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქმედო გარემოს რეგულარულ და თანმიმდევრულ მონიტორინგს.

პროექტის ამოცანები:

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქმედო გარემოს რეგულარული და თანმიმდევრული მონიტორინგის ჩარჩოს შექმნა;
  • სსო-ების საარსებო გარემოს გასაუმჯობესებლად, რეკომენდაციებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების შემუშავება.

დონორები და პარტნიორები:

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყენების ექსპერტებთან თანამშრომლობით, არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის მხარდაჭერით (ECNL) და ევროკავშირის დაფინანსებით.

პროექტის არეალი:

აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნები

პროექტის განხორციელების ვადები:

03.07.17 – 31.12.20

პროექტის ხელმძღვანელები:

მარიამ ლაცაბიძე, ქეთევან ირემაშვილი