პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგის და ჩართულობის გზით (აჭარა)

პროექტის მიზანი:

ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების კუთხით არსებული მდგომარეობის ასახვა აჭარის რეგიონში ალტერნატიული მონიტორინგის საშუალებით; ამ მიმართულებით, რეგიონში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შეთავაზება.

პროექტის ამოცანები:

  • პროკურატურის სამოქმედო გეგმის ცალკეული ნაწილების შესახებ ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;
  • ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მონიტორინგის შესაბამისად, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება აჭარის რეგიონში;
  • საქართველოს პროკურატურის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდა და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

დონორები და პარტნიორები:

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და იგი ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და „სტუდია მონიტორთან“ თანამშრომლობით.

პროექტის არეალი:

აჭარა

პროექტის განხორციელების ვადები:

2019-01-08 – 2019-09-08

პროექტის ხელმძღვანელი:

ნათია აფხაზავა

თემები: