საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგის და პოლიტიკის დიალოგის პროცესში გასააქტიურებლად

  • მთავარი
  • დასრულებული პროექტები
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგის და პოლიტიკის დიალოგის პროცესში გასააქტიურებლად

პროექტის მიზანი:

ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკის დიალოგისა და მონიტორინგის სფეროში, აღჭურვოს ისინი სათანადო ცოდნითა და შესაძლებლობებით, რათა პოლიტიკის დაგეგმვის, განხორცილებისა და შეფასების ეტაპზე შეძლონ უკეთ წარმოაჩინონ ადგილობრივი თემის საჭიროებები და საჯარო ხელისუფლება გახადონ უფრო ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და მონაწილეობით მიდგომებზე ორიენტირებული.

პროექტის ამოცანები:

  • ელექტრონული დისტანციური სწავლების კურსების შექმნა სხვადასხვა მიმართულებით: საჯარო პოლიტიკა, კვლევის მეთოდოლოგია, ადვოკატირება & ლობირება, საჯარო ფინანსები, ეკონომიკის საფუძვლები, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი, საზოგადოებრივი მონაწილეობა, შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტის მართვა, სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი;
  • სსო-ებისთვის მცირე საგრანტო პროგრამის გამოცხადება, ხოლო სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა ადგილობრივ სსო-ებში;
  • ყოველწლიური თემატური ფორუმების მოწყობა, ადგილობრივი განვითარების აქტორების ერთობლივი ძალისხმევის ხელშესაწყობად.

დონორები და პარტნიორები:

ევროკავშირი

პროექტის არეალი:

საქართველო

პროექტის განხორციელების ვადები:

2016-02-01 – 2019-07-31

პროექტის ხელმძღვანელი:

ია გაბუნია

 

პროექტის აქტივობები

სახელმწიფო საქმიანობის მონიტორინგის ფორუმი

კონფერენცია: დისტანციური სწავლება საქართველოში