გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელoრუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში

  • მთავარი
  • დასრულებული პროექტები
  • გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელoრუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში

პროექტის მიზანი:

ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელoრუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში; საცხოვრებლის მართვის გაუმჯობესებასა და საცხოვრებელი სახლების ენერგეტიკული სანაციის მხარდაჭერა პარტნიორ ქვეყნებში 10 რესურს-ცენტრის მეშვეობით.

პროექტის ამოცანები:

  • პოპულარიზაცია გაუწიოს ისეთ თემებს, როგორიცაა საცხოვრებლის მართვა და ენერგოეფექტური სანაცია, აგრეთვე, ადაპტირებული საცხოვრებელი გარემო მრავალბინიან სახლებში;
  • გამოავლინოს ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვის შეზღუდვები და შესაძლებლობები აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საცხოვრებელ ფონდში;
  • მხარი დაუჭიროს რეფორმებს საცხოვრებელ სექტორში და გაამყაროს სამოქალაქო საზოგადოების როლი, როგორც სადამკვირვებლო ინსტიტუტის;
  • აამაღლოს მონაწილეთა კვალიფიკაცია სემინარების, სამუშაო შეხვედრების და საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიებების საშუალებით;
  • აამაღლოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოტენციალი ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად;
  • გააუმჯობესოს ურთიერთობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლების ორგანოებს შორის ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე;
  • წაახალისოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რათა მათ პოლიტიკურ დონეზე აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მრავალდონიანი მართვის მიდგომების მხარდაჭერის პროცესში და, ამავე დროს, გაამყარონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები/გაერთიანებები, როგორც მნიშვნელოვანი აქტორები განვითარების დაგეგმარებაში;
  • გაამყაროს თანამშრომლობა გერმანულ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.

ასევე, რესურს-ცენტრების საშუალებით:

  • მოქალაქეების ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლება, მესაკუთრეთა ქონებრივი უფლებების საკითხებზე, რაც ბმა-ს შექმნისა და საქმიანობის ძირითადი პრინციპებია;
  • სასწავლო სემინარების და ტრენინგების ჩატარება ბმა-ს შექმნის და საქმიანობის საკითხებზე;
  • ყოველდღიური კონსულტაციების გაწევა “ცხელი ხაზის” საშუალებით
    საგანმანათლებლო საქმიანობების გატარება ბუღალტერებისათვის;
  • ბმა-ს დახმარება შეხვედრების ორგანიზებასა და მოწყობაში, აუცილებლობის შემთხვევაში კი ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა;
  • ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა და მოქალაქეთა ადგილებზე განათლება;
  • რეკომენდაციების შესამუშავებლად ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაცებისა და ბმა-ების ძალისხმევის გაერთიანება კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
  • საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზება ბმა-ების პარტნიორ ქალაქებში;
  • პარტნიორ-ქალაქებში ურთიერთთანამშრომლობის დამყარება საერთაშორისო ფონდებთან და ორგანზაციებთან ბმა-ების განვითარებისათვის ორგანიზაციული და ფინანსური დახმარების გაწევის გზით.

დონორები და პარტნიორები:

ევროკავშირი.

უკრაინა – ლვოვის საცხოვრებლი სახლების მესაკუთრეთა ასოციაცია და უძრავი ქონების მართვის სამეურნეო არაკომერციული ასოციაცია (ფონდი) საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა საკუთრების არასეხელმწიფოებრივი ფორმები;

აზერბაიჯანი – ქონების ბაზრის მონაწილეები;

საქართველო – ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოში,

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი,

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი”;

მოლდოვა – ქალაქების განვითარების ინსტიტუტი;

ბელორუსი – უძრავი ქონების მენეჯმენტის საერთაშორისო ასოციაცია (МАНМ);

საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანება („ეკოპროექტი”).

ასოცირებული პარტნიორები:

ლვოვის ინვალიდების ადგილობრივი ასოციაცია სრულიადუკრაინული ინვალიდების ორგანიზაცია „ორგანიზაციების კავშირი უკრაინის ინვალიდები”.

საკონტაქტო პირები:

იოჰან შტრეზე
ტელ: +49 3020605487
strese@iwoev.org

ლარისა შრეკენბახ
ტელ: +49 3020605487
schreckenbach@iwoev.org

პროექტის კოორდინაცია:

IWO – ინიციატივა საცხოვრებელი მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში, ბერლინი.

პროექტის არეალი:

აზერბაიჯანი, ბელoრუსი, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა

პროექტის განხორციელების ვადები:

2015-01-31 – 2018-01-30

პროექტის ხელმძღვანელი:

ნათია აფხაზავა (საქართველოს მხარე)