საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებპორტალი www.csogeorgia.org

პროექტის მიზანი:

შექმნას საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის, კომუნიკაციის, რესურსების გაზიარებისა და კოორდინაციისათვის ხელსაყრელი გარემო.

პროექტის ამოცანები:

პირველად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების არსებობის ისტორიაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთიანი საკომუნიკაციო, საინფორმაციო, რესურს-პორტალის – www.csogeorgia.org შექმნა, ვირტუალური სივრცისა, რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს: დროის და ენერგიის მინიმალური დანახარჯებით მიიღონ მათთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია; სფეროში არსებული სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ; განათავსონ ინფორმაცია საკუთარი ორგანიზაციისა და საქმიანობის შესახებ; გაუზიარონ ერთმანეთს რესურსები და გამოცდილება; მიიღონ უფასო კონსულტაციები სამართლისა და საგადასახადო სფეროში.

დონორები და პარტნიორები:

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

პროექტის არეალი:

საქართველო

პროექტის განხორციელების ვადები:

2011-11-11 – 2014-09-22

პროექტის ხელმძღვანელი:

ლალი შალვაშვილი