ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება – II ფაზა

პროექტის მიზანი:

ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე განვითარების სფეროში ჩართული აქტორების გაძლიერება, რათა მათ ეფექტურად შეძლონ ადგილობრივი საჭიროებებისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

პროექტის ამოცანები:

  • ადგილობრივი განვითარების აქტორების (საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სოციალური საწარმოები, მუნიციპალიტეტები) საარსებო გარემოს გაუმჯობესება;
  • საზოგადოებრივი მონაწილეობისა და აქტივიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით;
  • ადგილობრივი განვითარების აქტორების შესაძლებლობების გაძლიერება.

დონორები და პარტნიორები:

პროექტი ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ოზურგეთის პროგრესის სახლის თანამშრომლობით და მას აფინანსებს გერმანული ფონდი Bread For The World (პური მსოფლიოსთვის).

პროექტის არეალი:

აჭარა, გურია, შიდა ქართლი

პროექტის განხორციელების ვადები:

01.10.2020 – 30.09.2023

პროექტის ხელმძღვანელი:

ია გაბუნია

პროექტის აქტივობები:

  • ადგილობრივი განვითარების აქტორების სამართლებრივი დახმარება/კონსულტირება და კონსულტაციებით უზრუნველყოფა;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების/სოციალური საწარმოების საარსებო გარემოს გაუარესების პრევენციის მიზნით, შესაბამისი კანონმდებლობის მუდმივი მონიტორინგი;
  • საკანონმდებლო პაკეტების (სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სტანდარტიზაცია; მუნიციპალური გრანტების გაცემის უფლება) ადვოკატირება, ხელსაყრელი საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად;
  • ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის შესაბამისი დაქვემდებარებული ნორმატიული აქტების შემუშავება;
  • სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების გადახედვა; საკანონმდებლო სივრცეში სოციალური მეწარმეობის დეფინიციის დამკვიდრების ადვოკატირება;
  • სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებული მხარისთვის მრგვალი მაგიდის დისკუსიების ფასილიტაცია;
  • საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე სტრატეგიული ხედვის შემუშავება;
  • მუნიციპალიტეტებისთვის საზოგადოებივი მონაწილეობის სახელმძღვანელოს შექმნა;
  • სამიზნე მუნიციპალიტეტებისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის მხარდამჭერი გზამკვლევების (საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაცია, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის მონიტორინგი და შეფასება) შექმნა;
  • მონაწილეობითი ბიუჯეტირების კამპანიის პროცესში სამიზნე მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა;
  • სამოქალაქო ჩართულობის benchmarking-ის მიგნებებზე დაყრდნობით, სამიზნე მუნიციპალიტეტებისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმების შემუშავება;
  • benchmarking-ის ინსტუმენტის გამოყენება სამიზნე მუნიციპალიტეტებში (ფაზა 2);
  • მუნიციპალიტეტაშორისი გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა;
  • ყოველწლიური ეროვნული ფორუმების ორგანიზება საზოგადოებრივი მონაწილეობის თემაზე:
  • მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა;
  • სამოქალაქო აქტივიზმის სტიმულირება, ადგილობრივი განვითარების აქტორებისთვის სხვადასხვა სახის წლიური კონკურსების ორგანიზებით;
  • www.csogeorgia.org-ის უწყვეტი განახლება, მონიტორინგი, ახალი კონტენტის შექმნა, საზოგადოებრივი მონაწილეობის, ცნობიერების ამაღლლების უზრუნველსაყოფად;
  • საზოგადოებრივი მონაწილეობის კუთხით, დგილობრივი განვითარების აქტორებისთვის სხვადასხვა ონლაინ სასწავლო პროგრამის შეთავაზება;
  • მონაწილეობით ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ, სამიზნე მუნიციპალიტეტებთან მენტორობა;
  • შესაძლებლობების განვითარების ინიციატივები ახალგაზრდებისა და ადგილობრივი ხელისუფლების განვითარების სხვა აქტორებისთვის, სამოქალაქო აქტივიზმისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის სტიმულირების მიზნით.