სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა სამეგრელოს რეგიონში ბიზნეს-გარემოს მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩაატარა კვლევა. იგი მოიცავს სამეგრელოს რეგიონში მოქმედი ბიზნეს – ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგებს, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო იმ სიძნელეების წარმოჩენა, რომლებიც შესაძლებელია ჰქონდეთ ბიზნეს-ორგანიზაციებს ბიზნესის წარმოებისას. კვლევის მიზანს ასევე წარმოადგენდა ბიზნეს-ორგანიზაციების სტრუქტურის შესწავლა, მათ ორგანიზაციაში დასაქმებულთა რაოდენობა, სამსახურში თანამშრომელთა მიღების პროცედურები, დემოგრაფიული სურათი, რა დანახარჯებთან არის დაკავშირებული ორგანიზაციებში თანამშრომელთა შენახვა. არსებობს თუ არა თანამშრომელთა გადამზადების სისტემა და რა დამოკიდებულება აქვთ ბიზნეს-ორგანიზაციებს საკუთარი კადრის კვალიფიკაციის მიმართ.