(2006 წელის სექტემბრის მდგომარეობით)
სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტის სამართლის პროგრამის პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში” – ფარგლებში, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოსთან” თანამშრომლობით, განხორციელდა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მონიტორინგი. მონიტორინგის მიზანი იყო კანონში არსებული ხარვეზების გამოვლენა, რომლის საფუძველზეც შემუშავდა შესწორებები – მომზადდა კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი და წარედგინა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
მონიტორინგი ითვალისწინებდა კვლევას, რომელიც თბილისსა და ბათუმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 60-მდე რესპოდენტმა (შემსყიდველი ორგანიზაცია, მიმწოდებლები, ექსპერტები).