დოკუმენტი იკვლევს საქართველოს არასამეწარმეო კანონმდებლობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების არსებულ მექანიზმებს, ამ ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკას საზღვარგარეთის ქვეყნებში, რის საფუძველზეც განსაზღვრავს არასამეწარმეო იურიდიული პირების მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, განსაკუთრებული ხაზგასმით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური სტაბილურობის და მდგრადობის უზრუნველყოფაზე.