საქართველოს ზრუნვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების კვლევა

2007 წლის მარტი-აპრილის თვეში გამოიკითხა სოციალურ საკითხებზე მომუშავე 104 მოქმედი ორგანიზაცია თბილისსა და რეგიონებში.
კვლევისას მიღებული შედეგები იძლევა დაზუსტებულ ინფორმაციას საქართველოში მოქმედი ზრუნვაზე ორიენტირებული ორგანიზაციების საქმიანობის, სერვისების, სამიზნე ჯგუფების შესახებ რეგიონალურ ჭრილში, მათი ინსტიტუციონალური განვითარების დონისა და შესაძლებლობების შესახებ, რაც სასარგებლო იქნება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის განმახორციელებელ სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ დონორ ორგანიზაციების და საზოგადოებრივ ორგანიზაციებისათვის.