კვლევები

საქველმოქმედო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემო საქართველოში

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ 2007 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარდა საქველმოქმედო სტატუსის მიღებასთან და მასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების პრაქტიკაში განხორციელების კვლევა.
კვლევის ძირითადად მიზანს წარმოადგენდა, ქვეყანაში საქველმოქმედო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემოს შესწავლა.

2007 წელი

“ზრუნვაზე ორიენტირებლი საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს საექსპერტო კვლევა

2007 წლის ოქტომბერში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ იქნა ზრუნვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს საექსპერტო კვლევა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმ გარემოს შეფასება, რომელშიც უწევს ფუნქციონირება ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს.

2007 წელი

სოციალური პოლიტიკის, მისი აქტორების და სოციალური ზრუნვის ჯგუფების მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის და დამოკიდებულებების შესწავლა

წინამდებარე კვლევა ჩატარდა 2007 წლის ივლისში და მის ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ქვეყნის სოციალური პოლიტიკის, მისი აქტორების და სოციალური ზრუნვის ჯგუფების მიმართ.

2007 წელი

საქართველოს ზრუნვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების კვლევა

2007 წლის მარტი-აპრილის თვეში გამოიკითხა სოციალურ საკითხებზე მომუშავე 104 მოქმედი ორგანიზაცია თბილისსა და რეგიონებში.
კვლევისას მიღებული შედეგები იძლევა დაზუსტებულ ინფორმაციას საქართველოში მოქმედი ზრუნვაზე ორიენტირებული ორგანიზაციების საქმიანობის, სერვისების, სამიზნე ჯგუფების შესახებ რეგიონალურ ჭრილში, მათი ინსტიტუციონალური განვითარების დონისა და შესაძლებლობების შესახებ, რაც სასარგებლო იქნება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის განმახორციელებელ სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ დონორ ორგანიზაციების და საზოგადოებრივ ორგანიზაციებისათვის.

2007 წელი

საქართველოს არასამეწარმეო კანონმდებლობა გამოწვევები და პერსპექტივა

დოკუმენტი იკვლევს საქართველოს არასამეწარმეო კანონმდებლობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების არსებულ მექანიზმებს, ამ ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკას საზღვარგარეთის ქვეყნებში, რის საფუძველზეც განსაზღვრავს არასამეწარმეო იურიდიული პირების მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, განსაკუთრებული ხაზგასმით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური სტაბილურობის და მდგრადობის უზრუნველყოფაზე.

2007 წელი