კვლევები

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მონიტორინგის ანგარიში

(2007 წლის სექტემბრის მდგომარეობით)
სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტის სამართლის პროგრამის პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში” – ფარგლებში, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოსთან” თანამშრომლობით, განხორციელდა “სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მონიტორინგი. მონიტორინგის მიზანი იყო კანონში არსებული ხარვეზების გამოვლენა, რომლის საფუძველზეც შემუშავდა შესწორებები – მომზადდა კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.

2007 წელი

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მონიტორინგი

(2006 წელის სექტემბრის მდგომარეობით)
სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტის სამართლის პროგრამის პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში” – ფარგლებში, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოსთან” თანამშრომლობით, განხორციელდა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მონიტორინგი. მონიტორინგის მიზანი იყო კანონში არსებული ხარვეზების გამოვლენა, რომლის საფუძველზეც შემუშავდა შესწორებები – მომზადდა კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი და წარედგინა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
მონიტორინგი ითვალისწინებდა კვლევას, რომელიც თბილისსა და ბათუმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 60-მდე რესპოდენტმა (შემსყიდველი ორგანიზაცია, მიმწოდებლები, ექსპერტები).

2006 წელი

ბიზნეს – გარემოს მდგომარეობა სამეგრელოს რეგიონში

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა სამეგრელოს რეგიონში ბიზნეს-გარემოს მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩაატარა კვლევა. იგი მოიცავს სამეგრელოს რეგიონში მოქმედი ბიზნეს – ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგებს, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო იმ სიძნელეების წარმოჩენა, რომლებიც შესაძლებელია ჰქონდეთ ბიზნეს-ორგანიზაციებს ბიზნესის წარმოებისას. კვლევის მიზანს ასევე წარმოადგენდა ბიზნეს-ორგანიზაციების სტრუქტურის შესწავლა, მათ ორგანიზაციაში დასაქმებულთა რაოდენობა, სამსახურში თანამშრომელთა მიღების პროცედურები, დემოგრაფიული სურათი, რა დანახარჯებთან არის დაკავშირებული ორგანიზაციებში თანამშრომელთა შენახვა. არსებობს თუ არა თანამშრომელთა გადამზადების სისტემა და რა დამოკიდებულება აქვთ ბიზნეს-ორგანიზაციებს საკუთარი კადრის კვალიფიკაციის მიმართ.

2006 წელი

სამეგრელოს ქალაქების – ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, ხობის შრომითი ბაზრის სტრუქტურის აღწერა

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა სამეგრელოს რეგიონის 4 ქალაქში – ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში – ჩაატარა კვლევა. კვლევის მიზანი იყო სამეგრელოს რეგიონის ამ 4 ქალაქში სამუშაო ძალის მდგომარეობის შეფასება სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით.

2006 წელი

არასამეწარმეო ორგანიზაციების განვითარების შემაფერხებელი სამართლებრივი ბარიერები

კვლევის მიზანი იყო არასამეწარმეო სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი საკითხების შესწავლა და იმ სამართლებრივი ბარიერების წარმოჩენა, რომლებიც ხელს უშლიან არასამეწარმეო სექტორის განვითარებას საქართველოში. კვლევა ჩატარდა საქართველოს 7 ქალაქში.

2006 წელი