ანა ჯიქია

2019 წელს ანამ მიიღო სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად სწავლობს იმავე უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. Erasmus+-ის საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში იგი, ასევე, სწავლობდა გერმანიაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას უნივერსიტეტში. მას, ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის, ჰუმბოლტის სახელობის ბერლინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში.

ანა ჯიქიას მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ რეგიონულ და ისეთ საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესებში, როგორიც არის: “ჰუგო ზინსჰაიმერის სახელობის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო შრომის სამართალში” (The Hugo Sinzheimer Moot Court Competition (HS MCC), “ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში” (Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot). მას აქვს კერძო სამართლის სფეროში, მათ შორის, იურიდიულ ფირმებსა და კლიენტ კომპანიებთან კორპორატიული იურისტის პოზიციაზე მუშაობის 4-წლიანი გამოცდილება.

ანა ჯიქია ფლობს ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და პოლონურ ენებს.