ეკა წურწუმია

ეკა წურწუმია არის იურისტი, მკვლევარი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, რომელსაც აქვს ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობათა და ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება ადვოკატირებისა და კრიტიკული ცოდნის წარმოების გზით. ამჟამად ის მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში პოლიტიკის ანალიტიკოსად, სადაც ის ხელმძღვანელობს სამაგიდო კვლევებს, აანალიზებს საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სსო-ების ეფექტურობისა და საზოგადოების ნდობის გაუმჯობესების გზით საქართველოში.

ეკა წურწუმიას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება სხვადასხვა ქართულ სსო-ებთან მუშაობის მრავალფეროვან საკითხებზე. მისი კარიერის საწყისს ეტაპზე მუშაობდა ასევე საჯარო სტრუქტურებშიც ორგანიზაციულ-სტრატეგიული განვითარების მიმართულებით.

იგი არის მრავალი კვლევის, სტატიის, მოხსენებისა და ანალიტიკური დოკუმენტის ავტორი სხვადასხვა თემაზე, როგორც აკადემიურ, ასევე პროფესიულ გარემოში.