ლევან ფანიაშვილი

ლევან ფანიაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აქვს მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობის დარგში. ის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მთავარი იურისტი და ადვოკატირების ოფიცერია, აქვს 16-წლიანი გამოცდილება სამართლებრივი აქტების ანალიზისა და შემუშავების, აგრეთვე, სამართლებრივი კონსულტაციების გაწევისა და ტრენინგების ჩატარების მიმართულებით, როგორც საჯარო მოხელეების, ისე – საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. სხვადასხვა დროს, მუშაობდა მენეჯერულ პოზიციაზე, აქვს საჯარო და საზოგადოებრივ სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.

ლევან ფანიაშვილი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო (მათ შოროს მუნიციპალური) საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში. წლების განმავლობაში, მონაწილეობდ სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში. გარდა ამისა, ის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის აქტიურად მართავს ტრენინგებს, აგრეთვე, არის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოხელეებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ონლაინ კურსის ხელმძღვანელი/ლექტორი.

ლევან ფანიაშვილი არის სხვადასხვა კვლევის, სახელმძღვანელოსა და პუბლიკაციების ავტორი/თანაავტორი.