მაკა ჯაიანი

მაკა ჯაიანი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებრივი ორგანიზაციების პორტალის (csogeorgia.org) რედაქტორია. მას ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წერდა ისეთ მედიასაშუალებებში, როგორებიცაა: გაზეთი “დრონი”, გაზეთი “ალია”, გაზეთი „24 საათი“; იყო ამ გამოცემების სოციალური მიმართულებების განყოფილების რედაქტორი, გაზეთ „სოლიდარობის“ მთავარი რედაქტორი, ქართულ-ინგლისურენოვანი ეკონომიკური ჟურნალის, „ბიზნეს ნიუსის“ მთავარი რედაქტორი; არის მრავალი სტატიის ავტორი და, როგორც ჟურნალისტს, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო; ორჯერ დასახელდა სოციალურ თემებზე მომზადებული საუკეთესო სტატიის ავტორად; გარდა ამისა, მუშაობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ პოზიციებზე, როგორც საჯარო, ისე – საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.

მაკა ჯაიანმა დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი; გავლილი აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კომუნიკაციის მენეჯმენტის კურსი, ასევე – ჟურნალისტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ეფექტური კომუნიკაციის სწავლებები, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: USAID, GYLA, IREX, EU, Fridrich Ebert Stiftung, DAI/SPIR, CTC, UNICEF, Press Wise. არის, REC-კავკასიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის მომზადებული სახელმძღვანელოს – “მედიამეგზურის” ერთ-ერთი ავტორი.