ლიზი ნარმანია

ლიზი ნარმანია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) იურისტის დამხმარე სტაჟიორია. ის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. ლიზიმ 2021 წელს ერაზმუს პლუსის (ERASMUS +) გაცვლითი პროგრამაში გაიმარჯვა და ერთი სემესტრის განმავლობაში, საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ლიზი ფლობს შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდიას და ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიას, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. ის საქართველოს სტუდენტური პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრიცაა.