ნინო ლომაია

ნინო ლომაია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის სტაჟიორი და ადგილობრივ თემის მობილიზატორია. 2020 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, დღეისთვის კი იმავე უნივერსიტეტის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ტრენინგსა და სემინარში. წარმატებით დაასრულა „მონაწილეობითი ბიუჯეტირებისა“ და „საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ონლაინ კურსები. ასევე, არის 2020 წლის ბათუმის დემოკრატიის სკოლის (NIMD) კურსდამთავრებული.