ქრისტინე გურგენიძე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის რეგიონალური კოორდინატორი,  მოქალაქეთა მონაწილეობის და კარგი მმართველობის ოფიცერი –  ქრისტინეს სამოქალაქო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის რეგიონული და ადგილობრივი თვითმართველობის გაძლიერებისა და მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში ქრისტინეს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირება, ახალგაზრდების როლის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მონაწილეობის მექანიზმების გამოყენებისა და ადგილობრივ დონეზე დანერგვის ლობირება და სხვა. ქრისტინე გურგენიძემ დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი საერთო სპეციალიზაციით და კონრად ადენაურეის ფონდის სტიპენდიანტი.