თეკლე ქაროსანიძე

თეკლე ქაროსანიძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) საზოგადოებრივი ორგანიზაციების პორტალის (csogeorgia.org) ჟურნალისტია.

2015 წელს მან დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და აქვს ბაკალავრის ხარისხი; 2017 წელს წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის და მედიის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა და მიიღო სოციალური და კულტურული კვლევების მაგისტრის ხარისხი.