ზაზა მინდიაშვილი

ზაზა მინდიაშვილი სამოქალაქო სექტორში 1997 წლიდან მუშაობს. იგი შიდა ქართლის რეგიონში ერთ-ერთი პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, “დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის” თანადამფუძნებელია. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ასევე, „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ გორის ოფისს. 2004 წლიდან გადავიდა საჯარო სამსახურში და 15 წლის განმავლობაში იყო „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს“ (შემდგომში – „სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს“) გორის სამსახურის უფროსი. 2020 წლის მაისიდან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისის თანამშრომელია.

ზაზა მინდიაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასახვა სასწავლო პროგრამებსა და კოფერენციებში, როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ.