ზურაბ მენაღარიშვილი

ზურაბ მენაღარიშვილი – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) გუნდს 2023 წელს, ადვოკატირების ოფიცრის პოზიციაზე შემოუერთდა. ზურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში. მოგვიანებით, 2020 წელს დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა. მაგისტრატურის საფეხურზე სწავლისას, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკის მეცნიერებას სწავლობდა ზალცბურგის უნივერსიტეტში. ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა ქართულ ონლაინ-გამოცემა “ნეტგაზეთში”, სადაც ამზადებდა ანალიტიკურ სტატიებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული კონფლიქტებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ.