CSOGEORGIA.ORG

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობის მიზნით, 2012 წელს შექმნა და მენეჯმენტს უწევს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთიან ვებპორტალს – www.csogeorgia.org.

პორტალის მიზანია საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლა, კომუნიკაციის გაუმჯობესება, რესურსების გაზიარება; ასევე – ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

ეს ვირტუალური სივრცე საშუალებას აძლევს საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, დროისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯით მიიღონ ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ.