ეს ქვეყანა შენია

2019 წელს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) დაიწყო სამოქალაქო კამპანია “ეს ქვეყანა შენია”. კამპანია მიმდინარეობს როგორც სოციალურ ქსელში (ფეისბუქი, ინსტრაგრამი, YouTube), ასევე ტრადიციულ მედია საშუალებებში. “ეს ქვეყანა შენიას”  მიზანია სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდაა.

კამპანია საზოგადოებას აცნობს სამოქალაქო სექტორის ფუნქციასა და როლს, მუშაობს მათ შორის ნდობის გაზრდაზე, რომ მოქალაქეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ სექტორის საქმიანობაში. ღირებულებებზე დაფუძნებული კამპანია ხელს უწყობს მოქალაქეებს, გააცნობიერონ, რომ ევროპული ტიპის საზოგადოებისკენ გზა (ადამიანის უფლებები, მზარდი ეკონომიკა, განათლების მაღალი ხარისხი, სოციალური უფლებები, უსაფრთხოება) სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებზე გადის.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).