ახალგაზრდული კლუბის წევრების შერჩევა

18.03.2025

გახდი პოზიტიური ცვლილების ელჩი!

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის განვითარებისთვის“ ფარგლებში, იწყებს ახალგაზრდული კლუბის (#YAC) წევრების შერჩევას.

ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებში სისტემური აზროვნების განვითარება, მათი სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი ინიციატივების განხორცილების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

📌 თუ თქვენ:

  • ხართ 16-25 წლის მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდა,
  • ცხოვრობთ გორის მუნიციპალიტეტში, ასევე დევნილთა დასახლებაში,
  • დაინტერესებული ხართ სამოქალაქო საქმიანობით,
  • გსურთ შეიტანოთ პოზიტიური ცვლილებები თქვენს თემში

მაშინ ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა!

🔹 შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა:

  • დაესწრონ სისტემური ცვლილების თემაზე სპეციალურად მათთვის მომზადებულ საინტერესო სემინარებს, ვორქშოფებსა და დისკუსიებს;
  • გაიღრმავონ ცოდნა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესახებ;
  • გაიუმჯობესონ ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და წარადგინონ ინიციატივები;
  • მიიღონ მხარდაჭერა მათი განხორციელებისთვის;
  • ჩაერთონ ადგილობრივი თემის განვითარების პროცესებში და გაძლიერდნენ როგორც აქტიური მოქალაქეები.

📌 როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით.

🔹 შერჩევა განხორციელდება აპლიკანტთა მოტივაციის, გამოცდილების და გორის მუნიციპალიტეტის სრული ტერიტორიული დაფარვის მიხედვით.

📩 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
დაკო მურადაშვილი, 595554453, d.muradashvili@civilin.org

✨ გახდით ახალგაზრდული კლუბის წევრი და შეუწყეთ ხელი პოზიტიურ ცვლილებებს თქვენს თემში.