დემოკრატიული პროცესების განვითარების და კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ადგილობრივი თვიმმართველობის გაძლიერება და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) პური მსოფლიოსთვის (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების ონლაინ სასწავლო პროგრამაზე.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების კურსი აგებულია თანამედროვე მიდგომების და პრაქტიკული გამოცდილების საფუძვლეზე და პროგრამის მონაწილეს საშუალებას აძლევს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საკითხთან დაკავშრებით.
კურსის საშუალებით მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას რა არის მონაწილეობითი ბიუჯეტირება, როგორ უნდა მოხდეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის შერჩევა, როგორ ხდება პროცესის დაგეგმვა და განხორციელება. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ განსაზღვრონ კონკრეტული მუნიციპალიტეტისათვის ოპტიმალურად მორგებული მოდელი, განსაზღვრონ სამიზნე ჯგუფები, ჩამოაყალიბონ სამუშაო გეგმა და შეფასების პროცედურები.
კურსის ხელმძღვანელი: დავით ყიფიანი
კურსი განკუთვნილია საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელელეების და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება.
კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი, 2021
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი