სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას ახალ ონლაინ კურსზე „ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის“.
1.ჟურნალისტი;
2.მედია საშუალების წარმომადგენელი;
3.სამოქალაქო აქტივისტი;
4.საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი;
5.სტუდენტი;
ან უბრალოდ, აქტიური მოქალაქე;
მაშინ, საშუალება გეძლევათ: სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები მულტიმედიური კომუნიკაციის მიმართულებით.
თანამედროვე სამყაროში მოქალაქე არა მხოლოდ ინფორმაციის პასიურად მიმღებია, არამედ ხშირ შემთხვევაში თავად არის მომხდარი მოვლენის შესახებ ცნობის პირველი გამავრცელებელი. ტრადიციულ მედიას სულ უფრო უჭირს სისწრაფეში აჯობოს სოციალური ქსელის მომხმარებლებს. შესაბამისად, თითოეულმა აქტიურმა მოქალაქემ საჭიროა იცოდეს, რა ინფორმაცია შეიძლება გაავრცელოს სწრაფად და როგორ მოახერხოს საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირება. იცოდეს, თუ როგორ გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები, პლატფორმები და განვითარებული ჰქონდეს მიმდინარე მოვლენების გადაღებისათვის საჭირო მინიმალური უნარ-ჩვენები. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აქტიური მოქალაქე, ამავდროულად, იყოს კრიტიკულად მოაზროვნე, არ გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი, იცოდეს როდის და როგორ გადაამოწმოს მიწოდებული ინფორმაცია. ამასთან, არ შეუწყოს ხელი და თავად არ გახდეს დეზინფორმაციის, სტერეოტიპული და დისკრიმინაციული მასალის გამავრცელებელი.
კურსის მიზანია მონაწილეებმა განივითარონ ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები, შეძლონ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, განივითარონ კრიტიკული ანალიზის უნარი და მოახერხონ ინფორმაციის გადამოწმება. მნიშვნელოვანია, კურსის მსმენელებმა შეძლონ მიმდინარე მოვლენების გააზრება, დეზინფორმაციისაგან თავის დაცვა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმების შემცირება.
კურსი მომზადებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ.
კურსზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი, სადაც მსმენელს თავად შეუძლია, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, გაიაროს ონლაინ სწავლება და მაქსიმალურად დაზოგოს რესურსები.
უფრო ვრცლად ონლაინ სწავლების შესახებ იხილეთ- e-learnng.ge
ონლაინ კურსზე რეგისტრაცია:
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. კურსებზე სწავლების პერიოდი მოიცავს ორ თვეს (ივნისი, ივლისი). მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ლინკი: https://forms.gle/Qm7CV51CmwJpyHyw8
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 მაისი 2019 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი
პროექტის ამოცანებია:
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე, მოხალისეობის ხელშეწყობით;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
- სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:
https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi