დაიწყო მიღება ონლაინ კურსზე ”ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის”

27.02.2020

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი  იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ კურსზე “ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის”.

თანამედროვე       სამყაროში         მოქალაქე        არამხოლოდ ინფორმაციის  პასიურად მიმღებია, არამედ ხშირ შემთხვევაში თავად არის მომხდარი მოვლენის შესახებ  ცნობის პირველი გამავრცელებელი.  ტრადიციულ  მედიას სულ უფრო უჭირს სისწრაფეში აჯობოს სოციალური ქსელის  მომხმარებლებს.

შესაბამისად, თითოეულმა   აქტიურმა მოქალაქემ   საჭიროა   იცოდეს,  რა ინფორმაცია შეიძლება  გაავრცელოს  სწრაფად და  როგორ მოახერხოს  საზოგადოების ფართო  ფენების ინფორმირება. იცოდეს, თუ როგორ  გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები, პლატფორმები  და განვითარებული ჰქონდეს მიმდინარე მოვლენების გადაღებისათვის საჭირო მინიმალური უნარ-ჩვენები. ამასთან  მნიშვნელოვანია,   რომ   აქტიური მოქალაქე, ამავდროულად,  იყოს  კრიტიკულად  მოაზროვნე, არ  გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი,   იცოდეს   როდის   და   როგორ გადაამოწმოს მიწოდებული ინფორმაცია. ამასთან, არ შეუწყოს ხელი და თავად არ გახდეს დეზინფორმაციის, სტერეოტიპული და დისკრიმინაციული მასალის გამავრცელებელი.

შესაბამისად, თუ თქვენ ხართ:

  • ჟურნალისტი
  • მედია საშუალების წარმომადგენელი
  • სამოქალაქო აქტივისტი
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი
  • სტუდენტი
  • ან უბრალოდ, აქტიური მოქალაქე

მაშინ, საშუალება გეძლევათ  სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები მულტიმედიური კომუნიკაციის მიმართულებით.

კურსის მიზანია მონაწილეებმა  განივითარონ ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები, შეძლონ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, განივითარონ კრიტიკული ანალიზის უნარი და მოახერხონ ინფორმაციის გადამოწმება. მნიშვნელოვანია, კურსის მსმენელებმა შეძლონ მიმდინარე მოვლენების გააზრება, დეზინფორმაციისაგან თავის დაცვა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და  სტიგმების შემცირება.

კურსი მომზადებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ.

კურსზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი, სადაც მსმენელს თავად შეუძლია, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, გაიაროს ონლაინ სწავლება და მაქსიმალურად დაზოგოს რესურსები.

უფრო ვრცლად  ონლაინ სწავლების შესახებ იხილეთ- www.e-learning.ge

ონლაინ კურსზე რეგისტრაცია:

ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. კურსებზე სწავლების პერიოდი მოიცავს ორ თვეს. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ლინკი:  https://forms.gle/6fiKrzxdxyFMDD4q6

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  12 მარტი  2020 წელი
დამატებითი კითხვების  შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
ონლაინ სწავლება ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ  დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო
  • საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:
https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi