გახდი შენს თემში პოზიტიური ცვლილების ელჩი!

12.03.2024

კონკურსი მოტივირებული და სამოქალაქო საქმიანობით დაინტერესებული ახალგაზრდების შესარჩევად რეგისტრაცია დაიწყო.

თუ ხარ 15-25 წლის

  • აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდა,
  • ცხოვრობ გორის მუნიციპალიტეტში,
  • ხედავ შენს თემში არსებულ გამოწვევებს და გსურს უკეთესობისკენ შეცვალო არსებული მდგომარეობა, მაშინ ეს შანსი შენთვისაა:

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), პროექტის “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის განვითარებისთვის”ფარგლებში, იწყებს იმ ახალგაზრდების შერჩევას, რომლებიც ახალაგაზრდული კლუბის (#YAC) საქმიანობის ფარგლებში გახდებიან პოზიტიური ცვლილების ელჩები გორის მუნიციპალიტეტში.

პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში და სამოქალაქო ქმედებებში.

შერჩეულ ახალაგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა:

  • დაესწრონ საინტერესო და მათ საჭიროებებზე მორგებულ სემინარებსა და ვორქშოფებს;
  • გაეცნონ მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპებსა და პრაქტიკაში გამოიყენონ არსებული მექანიზმები;
  • მონაწილეობა მიიღონ საველე და რეგიონთა შორის გაცვლით პროგრამებსა და კარგი პრაქტიკების გაზიარების ღონისძიებებში;
  • გაეცნონ „ახალაგაზრდების დღეს საკრებულოში“
  • წარმოადგინონ თავიანთი ინიციატივები და მიიღონ მხარდაჭერა მათ განხორციელებაში.
  • ჩაერთონ ადვოკატირების პროცესში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 20 მარტის ჩათვლით.
კლუბის წევრების შერჩევა მოხდება მათი მოტივაციის, გამოცდილებისა და მუნიციპალიტეტის სრული ტერიტორიული დაფარვის მიხედვით.