განაცხადების მიღება ონლაინ სასწავლო პროგრამაზე

02.10.2019

ონლაინ სწავლება ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

უფრო ვრცლად პროექტის შესახებ:
https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi

ინფორმაცია ონლაინ სწავლების შესახებ – www.e-learning.ge:

სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი, სადაც მსმენელს თავად შეუძლია, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, გაიაროს ონლაინ სწავლება და მაქსიმალურად დაზოგოს რესურსები.

კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

შესაბამისად, თუ თქვენ ხართ:

საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, მედიის წარმომადგენელი ან სამოქალაქო აქტივისტი
გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა და სამოქალაქო აქტივიზმი, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, ან თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი

მაშინ, საშუალება გეძლევათ: სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:

  • ადვოკატირება და ლობირება;
  • შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
  • ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის;
  • საზოგადოებრივი მონაწილეობა.

ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია:

ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. კურსებზე სწავლა დაიწყება ოქტომბრის ბოლოს და დასრულდება იანვარში. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ლინკი: https://forms.gle/ZCusBSeS2efxxyqP9

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი 2019 წელი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი