სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ღია ტენდერს ტექნიკის (შესაბამისი მახასიათებლების მქონე ლეპტოპები) შესაძენად.
შესავალი
1995 წელს დაარსებული სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) არის ერთ-ერთი წამყვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ცნობილია საქმიანობის ფარტო სპექტრით. CSI ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ქვეყნის დემოკრატიზაციას დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის პოპულარიზაციის გზით, სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა სოციალური აქტორების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უკეთესი სამართლებრივი გარემოს შექმნით.
პროექტის შესახებ ინფორმაცია
პროექტის ფარგლებში გამართული ახალგაზრდების კონკურსს – „ეს ქვეყანა შენია“ მიზნებისთვის, ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (Civil Society Institute – CSI) აცხადებს ღია ტენდერს ტექნიკის შესაძენად.
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“(შემდგომში „პროექტი“) – ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
შესყიდვის მიზანი: შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე ლეპტოპების შესყიდვა
შესყიდვის საგანი და მისი მახასიათებლები:
საგანი: 75-90 ცალი (ზუსტი რაოდენობა დაკონკრეტდება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე) შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების (პარამეტრების) მქონე ლეპტოპი.
მინიმალური პარამეტრები:
ეკრანის ზომა: 15.6″
RAM: 16GB
მყარი დისკი/SSD: 512GB
მოთხოვნილი ოდენობის ერთნაირი მოდელის ლეპტოპის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შემოგვთავაზოთ მსგავსი პარამეტრების სხვადასხვა ბრენდები.
ტენდერში მონაწილეობის პროცედურა:
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
• შემოთავაზებული პროდუქტის აღწერა (მარაგში არსებული რაოდენობის, ბრენდის, ტექნიკური პარამეტრების მითითებით);
• პროდუქტის ღირებულება (როგორც სათითაოდ, ისე ჯამურად) – (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს ჩათვლით);
• პროდუქტის მოწოდების წესები და პირობები (ვადები და ადგილზე მოწოდების პირობები)(ადგილზე მოწოდების შემთხვევაში ღირებულების მატების შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითოთ ადგილზე მოწოდების ღირებულებაც);
• ზემოაღნიშნული ოდენობის ლეპტოპების მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 20 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მისამართზე, თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული;
კომპანიებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
• საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.
აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2024 წლის 10 ივლისის ჩათვლით, შემდეგ ელ–მისამართზე: nino@civilin.org (საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 593521545).
ტენდერში მონაწილეთა განაცხადებები შეაფასდება და ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 1. შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხი (მოთხოვნილ რაოდენობასთან და პარამეტრებთან შესაბამისობა) და 2. ფასი. მსგავსი შემოთავაზებების შედარებისას, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება ასევე მოწოდების ვადები და პირობები.