იწყება განაცხადების მიღება ონლაინ სასწავლო კურსებზე

03.02.2019

თუ თქვენ ხართ:

1. საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი
2.გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, ან თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი

მაშინ საშუალება გეძლევათ: ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:

  • შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა;
  • საზოგადოებრივი მონაწილეობა;
  • ადვოკატირება და ლობირება;
  • მუნიციპალური საჯარო ფინანსები;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები;

სწავლა დაიწყება მარტში და დასრულდება მაისში

ონლაინ სწავლების შესახებ:

სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსი და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები. კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე რვა ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში 8 ციკლის განმავლობაში სწავლებაზე დარეგისტრირდა 3034 მონაწილე, ხოლო ჯამში გაიცა 1 084 სერთიფიკატი. მონაწილეთა 98% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 96% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია“ სწავლისთვის; ხოლო 97% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.

ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია:
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 თებერვალი 2019 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი