კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე: ”სამოქალაქო აქტივობა!”

01.02.2011

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე: “სამოქალაქო აქტივობა!”

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს: სამოქალაქო აქტივობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და მოქალაქეთა ინიციატივების უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქებას.

კონკურსი გაიმართება 3 ნომინაციაში:
საუკეთესო საგაზეთო სტატია;
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
საუკეთესო რადიო სიუჟეტი.

გამარჯვებულებს გამოავლენს კომპოტენტური ჟიური.
თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გადაეცემა გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო – 1000 ლარის ოდენობით.
ჟიურის გადაწყვეტილებით გაიცემა მეორე (500 ლარი) და წამახალისებელი პრემიები.

კონკურსის პირობები:
მასალები წარმოდენილი უნდა იყოს შემდეგი სახით:
სატელევიზიო სიუჟეტი – CD-ზე ან DVD-ზე;
რადიო სიუჟეტი – CD-ზე ან DVD-ზე;
სტატია – გაზეთი ან ჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდა სტატიასაკონკურსო მასალები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2011 წლის ნოემბრიდან – 2012 წლის მარტამდე.საკონკურსო მასალები მიიღება 1 მარტიდან – 30 მარტამდე.

კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინონ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში, მისამართზე: ქ, თბილისი, 26 მაისის მოედანი V სართული,
ტელ. 2 36 36 00, 599 759 724
Mail: temuri@civilin.org
ვებ-გვერდი: www.civilin.org