სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მუშაობს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნაზე. უკვე მეშვიდე წელია ტარდება კონკურსი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივი პრობლემების გაშუქებაზე.
კონკურსის მიზანია
ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი საკითხების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და სამოქალაქო აქტივობის უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქებას.
კონკურსის ნომინაციები:
საუკეთესო სტატია;
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
საუკეთესო ფოტო ნამუშევარი;
თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გადაეცემა გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო – 1000 ლარის ოდენობით. ჟიურის გადაწყვეტილებით გაიცემა მეორე (500 ლარი) და წამახალისებელი პრემიები.
გამარჯვებულებს გამოავლენს კომპოტენტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
ვაჟა სალამაძე (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი)
ზვიად ქორიძე (ჟურნალისტი)
დავით პაიჭაძე (ჟურნალისტი)
სოსო სიმონიშვილი (ჟურნალისტი)
გურამ წიბახაშვილი (ფოტოხელოვანი).
კონკურსის შედეგები გამოცხადდება დაჯილდოვების ცერემონიაზე.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზოგადოებრივ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს. საკონკურსო ნამუშევრების მიღება გაგრძელდება 15 დეკემბრამდე.
მასალები წარმოდენილი უნდა იყოს შემდეგი სახით:
სატელევიზიო სიუჟეტი – CD-ზე ან DVD-ზე;
რადიო სიუჟეტი – CD-ზე ან DVD-ზე;
სტატია – გაზეთი ან ჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდა სტატია ან ტექსტი(word ან pdf ფაილი) გამოცემის და თარიღის ზუსტი მითითებით (არაუმეტეს 3 სტატიისა);
ფოტო – CD-ზე (jpg ფორმატში);
საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული ან ეთერში გასული უნდა იყოს 2013 წლის განმავლობაში.
კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინონ
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში,
მისამართზე: ქ, თბილისი, 26 მაისის მოედანი V სართული,
ტელ. 294 16 05, 236 36 00
mail: temuri@civilin.org
ვებ–გვერდი: www.civilin.org