სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას” ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის „ეს ქვეყანა შენია”.
კონკურსის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა.ნაშრომი (სტატია, სიუჟეტი, ფოტო) უნდა მოიცავდეს შემდეგი 3 მიმართულებიდან ერთ-ერთს მაინც:
- სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების (თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა და ა.შ.) დამკვიდრება;
- სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო) ორგანიზაციების საქმიანობის წამოჩენა;
- საქართველოს მოქალაქეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 5 ნომინაციაში:
- საუკეთესო სტატია;
- საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
- საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
- საუკეთესო ფოტო ნამუშევარი;
- საუკეთესო მულტიმედია პროექტი.
გარდა ზემოთ აღნიშნული ნომინაციებისა, რეგიონული მედიის მხარდაჭერის მიზნით, ჟიური დამატებით გამოავლენს 3 საუკეთესო ნამუშევარს (ნომინაციების მიუხედავად) რეგიონული მედიის ჟურნალისტებს შორის.
თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნაშრომებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.
I ადგილი: 1 500 ლარი
II ადგილი: 800 ლარი
III ადგილი: 500 ლარი
საკონკურსო მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს 2020 წლის განმავლობაში (რეგიონულ ან ცენტრალურ მედია საშუალებაში, მათ შორის ონლაინ მედიაში);
საკონკურსოდ არ მიიღება კამპანია „ეს ქვეყანა შენიას” ფარგლებში დაფინანსებული მედია-მასალები;
ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად (გამოქვეყნების დამადასტურებელი ლინკის თანხლებით) შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.samsonidze@civilin.org
გამოგზავნისას მეილის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ: „ ჟურნალისტთა კონკურსი: ეს ქვეყანა შენია”
შეფასების კრიტერიუმები:
- შესაბამისობა კამპანიის მიზანთან;
- აქტუალობა – რამდენად მნიშვნელოვანია დასმული საკითხი;
- კრეატიულობა – რამდენად ინოვაციურია იდეა და რამდენად ორიგინალურად არის იგი წარმოდგენილი;
- გავლენა – რამდენად არის ზეგავლენის მქონე, მამოტივირებელი, შთამაგონებელი და „აჰა” განცდის მომგვრელი საკონკურსო ნაშრომი;
გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 13 სექტემბერი.
შემდეგ მისამართზე:
n.samsonidze@civilin.org
საკონტაქტო პირი: ნინო სამსონიძე 577 693074
კამპანია „ეს ქვეყანა შენია” ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
კამპანია მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას:
- სამოქალაქოსაზოგადოებისღირებულებები;
- სამოქალაქოსაზოგადოებისორგანიზაციებისსაქმიანობა;
- სამოქალაქოაქტივიზმი.
ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია” მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში. პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.