სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთვის და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

19.03.2018

სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესაძლებლობას გაძლევთ შეიძინოთ პრაქტიკული გამოცდილება და განავითაროთ პიროვნული უნარ-ჩვევები. სტაჟირება ხელს შეუწყობს თქვენი პროფესიული კავშირების დამყარებას და სამომავლო დასაქმების პერსპექტივების შექმნას.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ e-learning-ის სერთიფიცირებულ სტუდენტებს.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაიაროთ 6 თვიანი სტაჟირების პროგრამა საზოგადოებრივ ორგანიზაციაში და მოიპოვოთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) სტიპენდია (70-75 ევროს ექვივალენტი ყოველთვიურად).

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა შეავსოთ ინტერესის გამოხატვის კითხვარი, რის შემდეგაც მიიღებთ დეტალურ ინსტრუქციას და მასპინძელი ორგანიზაციების ბაზას.
იხილეთ ბმული…

კითხვარის შევსების ბოლო ვადა არის 25 თებერვალი.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სტაჟირების პროგრამა შესაძლებლობას გაძლევთ 6 თვით აიყვანოთ დამატებითი კადრი რომელსაც CSI – ი კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სტიპენდიას გადაუხდის. ორგანიზაციებს რომლებიც აიყვანენ სტაჟიორს და ასევე ექნებათ e-learning- ის მინიმუმ 1 სერთიფიკატი, მიეცემათ დამატებითი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში. გრანტის მოცულობა არის 10 000 ევრო.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა შეავსოთ ინტერესის გამოხატვის კითხვარი, რის შემდეგაც მიიღებთ დეტალურ ინსტრუქციას და სტუდენტების ბაზას.
იხილეთ ბმული…

კითხვარის შევსების ბოლო ვადა არის 25 თებერვალი.

CSI -ი ხელს შეუწყობს სტუდენტის და მასპინძელი ორგანიზაციის ერთმანეთთან დაკავშირებას. მას შემდეგ რაც გამოთქვამთ სურვილს პროგრამაში მონაწილეობაზე და შეავსებთ ინტერესის გამოხატვის კითხვარს

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
Tel: (995 32) 2 36 36 00 – თათა ბოჭორიშვილი
E-mail: tamar@civilin.org