Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე - Civil Society Institute

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე

04.04.2019

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) ევროკავშირის მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ სასწავლო კურსზე. კურსი შექმნილია  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. კურსს უძღვებიან სააგენტოს წარმომადგენლები.

თუ თქვენ ხართ:
  • საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი
  • გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, ან თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი

მაშინ საშუალება გეძლევათ: ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ  ცოდნა და უნარები.

სწავლა დაიწყება მაისში და დასრულდება ივნისში

ონლაინ სწავლების შესახებ:

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე რვა ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში 8 ციკლის განმავლობაში სწავლებაზე დარეგისტრირდა 3034  მონაწილე, ხოლო ჯამში გაიცა 1 084 სერთიფიკატი. მონაწილეთა 98% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 96% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია” სწავლისთვის; ხოლო 97% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.

სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები,  დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და  სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსი და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები.

კურსზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია:

ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.
იხილეთ ლინკი: https://forms.gle/QfBZ2qeMr5wfhUr98
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  18 აპრილი  2019 წელი
დამატებითი კითხვების  შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი

კურსის აღწერა:

კურსის ლექტორები არიან:
ირაკლი გოლეთიანი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვების სამსახურის უფროსი
კოტე გუგეშაშვილი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
დავით ჯაიანი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ლაცაბიძე – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

მსმენელები მოისმენენ და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიღრმავებენ ცოდნას,  სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით – შესყიდვების დაგეგმვიდან დაწყებული, შესყიდვების ანალიზის (თვითშეფასების) დასრულებული.  კურსში წარმოდგენილი იქნება   შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვების განხორციელების პროცესების მართვის თანამედროვე პრინციპები და მსოფლიო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;

კურსში წარმოდგენილი და განხილული იქნება საერთაშორისო სივრცეში აღიარებული უახლესი მიდგომები და პრაქტიკული რჩევები შემსყიდველთათვის; ასევე თანამედროვე გამოცდილება, რომელიც დაეხმარება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ მოსამსახურეებს სახელმწიფო შესყიდვების კანონშესაბამის განხორციელებაში, რაც გულისხმობს, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალედ ხარჯვას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისთვის.