Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი აცხადებს განაცხადების მიღებას ტრენინგ-კურსზე - Civil Society Institute

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი აცხადებს განაცხადების მიღებას ტრენინგ-კურსზე

20.09.2015

თუ თქვენ ხართ სტუდენტი ან სამოქალაქო აქტივისტი, გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა და გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ქალაქის მართვაში და გინდათ გაიგოთ მეტი ადგილობრივი თვითმმართველობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ, მაშინ საშუალება გეძლევათ გაიაროთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული სატრენინგი კურსი შემდეგი მიმართულებით:

  • ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა;
  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – დაგეგმარება, განხორციელება და მონიტორინგი;
  • პრობლემების იდენტიფიცირება და მისი გადაწყვეტის გზების გამონახვა;
  • ეფექტური კომუნიკაცია და სამოქალაქო ინტერესების დაცვა.

ტრენინგ-კურსის უფასოა, რომელიც ჩატარდება ბათუმში 2 ეტაპად (ნოემბერი, დეკემბერი) და წარამტებით გავლის შემდეგ მიიღებთ სერთიფიკატს

მოგვწერე  20 ოქტომბრამდე და გახდი ჩვენი მსმენელი !

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: adjara@civilin.org ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.marte.ge www.civilin.org