სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსისტებისა და იურისტებისთვის 19-20 ივლისს, 6-7 და 9-10 აგვისტოს საგადასახადო კოდექსის თემაზე ტრენინგებს ჩაატარებს. ღონისძიება ფოკუსირებული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების დაბეგვრის საკითხებზე. ტრენინგს საგადასახადო სამართლის სპეციალისტი, შპს “აი-ენ აუდიტის” დირექტორი – ირაკლი შავიშვილი გაუძღვება.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსისტებსა და იურისტებს.
მსურველებმა დაგვიდასტურეთ მონაწილეობა არაუგვიანეს 15 ივლისისა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: irakli_mkheidze@civilin.org
ღონისძიება ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – “საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების” (G-PAC) ფარგლებში.