Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
“ჩაერთე მართვაში” – კლუბის წევრთა მიღება - Civil Society Institute

“ჩაერთე მართვაში” – კლუბის წევრთა მიღება

13.12.2023

თუკი გსურს დადებითად შეცვალო გარემო შენს თემში, იპოვო თანამოაზრეები და მოახდინო გავლენა ადგილობრივ გადაწყვეტილებებზე, შემოუერთდი კლუბს “ჩაერთე მართვაში”. კლუბში გაწევრიანების შედეგად შენ ასევე გექნება შესაძლებლობა:

  • მოიპოვო “ჩაერთე მართვაში” კლუბის ფარგლებში დაწესებული სტიპენდია.
  • დაესწრო სემინარებს საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.
  • ჩაერთო პროექტის განხორციელების საინტერესო პროცესში.
  • მიიღო სერტიფიკატი.

კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობა აქვთ ბათუმში, ჩოხატაურში, დმანისსა და მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეებს.

დაინტერესების შემთხვევაში გადადი ბმულზე და შეავსე მოკლე სარეგისტრაციო ფორმა:

განცხადების მიღების ვადა: 22 დეკემბერი, 2023 წელი.

“ჩაერთე მართვაში” საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ინფორმირებას მონაწილეობის სხვადასხვა ინსტრუმენტების შესახებ, რათა მათ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კამპანიას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.