ცხადდება მიღება ონლაინ სასწავლო კურსზე

13.09.2022

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World) მხარდაჭერით, იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო კურსზე „სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების იურიდიული მართვა“.

კურსი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სოციალური საწარმოების წარმომადგენლებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს აიმაღლოს ცოდნა და კომპეტენცია არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და სოციალური საწარმოების იურიდიული მართვის შესახებ.

კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

• სოციალური მეწარმეობის არსი და თავისებურებები;
• კერძო სამართლის იურიდიული პირების ფორმები და სახეები, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეგისტრაციისა და მართვის სამართლებრივი ასპექტები;
• საქველმოქმედო საქმიანობის რეგულირება და საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღების სამართლებრივი ასპექტები;
• შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი ასპექტები;
• მოხალისეობის სამართლებრივი რეგულირება;
• კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობისას გასათვალისწინებელი
სხვადასხვა საკანონმდებლო მოთხოვნები (შრომის უსაფრთხოება, ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია და სხვა.)

სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა ვიდეო ლექციები, საკითხავი მასალა, დავალებები და დისკუსიები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება.

კურსს წარუძღვება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მთავარი იურისტი, ლევან ფანიაშვილი.

კურსზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული: https://forms.gle/B2BoYk8sGUw7rnhEA

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი 2022 წელი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი