ვაკანსია: იურისტის/შესყიდვების ოფიცერი

06.12.2022

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – CSI (www.civilin.org) აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე იურისტის/შესყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი ძირითადად პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციის სამართლებრივ მხარდაჭერაზე, საქმიანობის ფარგლებში ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმებასა და აღსრულების კონტროლზე, ასევე ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე შესყიდვების პროცესის მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** მიმდინარე ხელშეკრულებებისა და დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, გაფორმებისა და აღსრულების პროცესის კონტროლი
** ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე შესყიდვების პროცესის მართვა შიდა პოლიტიკის დოკუმენტების, დონორთა მხრიდან დადგენილი და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

მოვალეობათა შესრულების პროცესში კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება:

** ორგანიზაციის შიდა სამართლებრივი დოკუმენტების დამუშავებაზე
** მიმდინარე ხელშეკრულებებისა და დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებასა და რევიზიაზე, გაფორმებისა და აღსრულების პროცესის კონტროლზე
** ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე შესყიდვების პროცესის დაგეგმვასა და მართვაზე, მათ შორის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებაზე
** კონტრაქტორებთან სამართლებრივი და ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზნით კომუნიკაციაზე
** კანდიდატს შეიძლება დამატებით დაევალოს ზემოხსენებულ ვალდებულებებთან არსებითად დაკავშირებული კონკრეტული საქმეების წარმოებაც.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სამართლის დარგში.
** იურისტად, კორპორატიულ იურისტად ან ადვოკატად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. (შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.)
** მნიშვნელოვანია კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე;
** საქმის ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურების წესი: ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.jikia@civilin.org

** CV – ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე; (წერილში მითითებული უნდა იყოს თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი და რატომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს.)

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 11.12.2022.

CV და სამოტივაციო წერილი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ ფაილად doc ან pdf ფორმატში. არასრულად ან მოთხოვნების დარღვევით წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. მეილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “იურისტი/შესყიდვების ოფიცერი”.

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, კანდიდატის მიერ კონკურსში მონაწილეობის მიზნით გაზიარებული პერსონალური მონაცემები/პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები დაამუშაოს და შეინახოს ვაკანსიის გამოცხადებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, იმავე ან ეკვივალენტური ტიპის ვაკანსიაზე კანდიდატურის ხელახლა განხილვისა და საჭიროების შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირების მიზნებისთვის.