ვაკანსია: პოლიტიკის ანალიტიკოსის პოზიციაზე

28.11.2022

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე პოლიტიკის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი ძირითადად პასუხისმგებელი იქნება საზოგადოებრივი ცხორების სხვადასხვა სფეროში არსებული პოლიტიკის კვლევასა და ანალიზზე და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  1. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროებთან დაკავშირებულ თემებზე პოლიტიკის კვლევების წარმოება, მონაცემების ანალიზი და დამუშავება; საუკეთესო პრაქტიკის და ადგილობრივი გამოცდილების მოძიება;
  2. ანალიტიკური სტატიების, კვლევითი ანგარიშების და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება;
  3. ახალი საკითხებისა და საკვლევი მასალის მოძიება/ინიცირება;
  4. მიმდინარე პროექტების კოორდინირება, ღონისძიებების დაგეგმვა, სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობა;
  5. დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან კომუნიკაცია;
  6. სამუშაო შეხვედრებსა და საჯარო ღონისძიებებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
  7. საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სხვადასხვა პროექტების დახმარება ანალიზისა და კვლევის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში, ეკონომიკაში, სახელმწიფო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის ან სხვა შესაბამის დარგში;
  • ანალიტიკური სტატიების წერის /პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე;
  • კვლევების ჩატარების უნარი და გამოცდილება;
  • ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
  • შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vazha@civilin.org

1. CV – ქართულ ენაზე;
2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე; წერილში მითითებული უნდა იყოს თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი და რატომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 09.12.2022.

CV და სამოტივაციო წერილი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ ფაილად doc ან pdf ფორმატში.
არასრულად ან მოთხოვნების დარღვევით წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ელექტრონული წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პოლიტიკის ანალიტიკოსი“.