ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
1.უმაღლესი განათლება – მაგისტრის ხარისხი;
2.ინგლისური ენის (წერითი და ზეპირი უნარჩვევები) სრულყოფილად ფლობა;
3.პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
4.დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
5.ანგარიშების და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება.
6.უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც:
7.აქვთ განათლება ტურიზმის მართვაში;
8.აქვთ სამუშაო გამოცდილება ტურიზმთან დაკავშირებული პროექტების მართვაში;
პიროვნული თვისებები:
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- შემოქმედებითი აზროვნების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
- მზაობა ხშირი მგზავრობისათვის.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ხშირი მივლინებები გურიაში
სამუშაო პერიოდი: 36 თვე
ანაზღაურება: 750 ევროს ექვივალენტი ლარში (დარიცხული)
ვაკანსიების რაოდენობა: 1
განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 მარტი
აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: vazha@civilin.org ელ. ფოსტის თემატურ ხაზში მიუთითეთ „ვაკანსია”.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ
მოგვმართოთ: 26 მაისის მოედანი #2, თბილისი. ტელეფონი: 0322 365 675