სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე კარგი მმართველობის და თემის განვითარების სპეციალისტზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
1. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, მოქალაქეთა მონაწილეობის და კარგი მმართველობის სტანდარტების დანერგვა;
2. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე განვითარების სფეროში ჩართული აქტორების გაძლიერება და მხარდაჭერა;
3. ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა;
4. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროებთან დაკავშირებულ თემებზე კვლევების წარმოება, მონაცემების ანალიზი, დამუშავება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება;
5. სამიზნე ჯგუფებთან, ბენეფიციარებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია;
6. საველე ვიზიტების დაგეგმვა და მონაწილეობა (სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში);
7. სხვადასხვა სახის სასწავლო და სამუშაო შეხვედრების ფასილიტაცია;
8. პროექტის გუნდის მხარდაჭერა პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების პროცესში;
9. პროექტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
10. პროექტული ანგარიშების მომზადება;
11. საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სხვადასხვა პროექტში კონტრიბუცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებების, საჯარო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- სასურველია ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება;
- სხვადასხვა უწყებებთან, ორგანიზაციებთან კომუნიკაციის და მუშაობის უნარი;
- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: natia@civilin.org
1. CV/ბიოგრაფია
2. სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი და რატომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს.
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 სექტემბერი.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: ვაკანსია ბათუმი