კონკურსის – ”ვიზრუნოთ ერთმანეთზე” 2009 გამარჯვებულთა დაჯილდოვება

12.02.2009

“ვიზრუნოთ ერთმანეთზე” – ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, სოციალური საკითხების ფართოდ და ღრმად გაშუქების მიზნით, სოციალურ საკითხებზე მომზადებული საუკეთესო საგაზეთო სტატიის, საუკეთესო ფოტო ნამუშევრის,საუკეთესო სატელევიზიო და რადიო სიუჟეტების გამოსავლენად დააფუძნა. შესაბამისად, კონკურსი ამ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენასა და მათ დაჯილდოებას ისახავდა მიზნად.
რიგით მესამე კონკურსზე შემოვიდა 60-მდე ავტორის საკონკურსო სტატია, ფოტო, რადიო და ტელე სიუჟეტები. შემოსული საკონკურსო მასალები შეაფასეს ჟიურის წევრებმა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ – ვაჟა სალამაძე, ზვიად ქორიძე. დავით პაიჭაძე, გურამ წიბახაშვილი, ლიკა ჩახუნაშვილი, სოსო სიმონიშვილი. ჟიურის წევრებმა კონკურსის გამარჯვებულები დასკვნით ღონისძიებაზე, 12 თებერვალს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დაასახელეს.

  • ნომინაცია საუკეთესო სტატია

პირველი პრემია გადაეცა ორ ავტორს: ნათია გულიაშვილს (სტატიისთვის “ფსიქიატრიული რეზერვაციები”, გამოქვეყნდა ჟურნალ “ლიბერალში”) და ეკა ჭითანავას (სტატიისთვის “გვამური ტრანსპლანტაცია”,, გამოქვეყნდა ჟურნალ “ლიბერალში”). გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო (საპრიზო ფულადი ჯილდო ორ ნაწილად გაიყო და გადაეცათ 500-500 ლარი) და დიპლომები.
ჟიურის გადაწყვეტილებით არ გაიცა მეორე პრემია. ხოლო წამახალისებელი პრემია გადაეცა სამ ავტორს: შორენა ღლონტს (სტატიისთვის – “დედა-შვილს ძაღლის ჭენებით ნაშოვნი ფულით გაჰქონდათ თავი”, გამოქვეყნდა გაზეთ “გურია ნიუსში”), ოლიკო ცისკარიშვილს (სტატიისთვის – “როგორ ხედავენ უსინათლოები გაზაფხულზე პეპელას”, გამოქვეყნდა ვებ-გვერზე -www.fact.ge), ჯაბა ანანიძეს (სტატიისთვის – “ჭუჭრუტანებიდან დანახული ჩირუხი”, გამოქვეყნდა გაზეთ “კვირის პალიტრაში”). გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო (300-300 ლარი) და დიპლომები.

  • საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი

პირველი პრემია გადაეცა გიორგი გვიშიანს (სიუჟეტისთვის – “ნატალია”, გადაიცა “კურიერი P.S.”). გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო (1000 ლარი) და დიპლომი. მეორე პრემია გადაეცა სოფიო ოჩხიკიძე (სიუჟეტისთვის – “ხევსურეთი”, გადაიცა გადაცემა “პროფილში”). გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო (500 ლარი) და დიპლომი.
წამახალისებელი პრემია გადაეცა ნინო კახიშვილს (სიუჟეტისთვის _ “წითელი ლაბადა”) გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო (300 ლარი) და დიპლომი, ასევე წამახალისებელი პრემია გადაეცათ რუსუდან ფანოზიშვილს და თამარ ფარადაშვილს ერთობლივი ნამუშევრისთვის (სიუჟეტისთვის – “ბოლო შუშა ლამპისთვის”). გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო (300 ლარი) და დიპლომები.

  • საუკეთესო რადიო სიუჟეტი

ჟიურის გადაწყვეტილებით წელს არ გაიცა პირველი პრემია, მეორე პრემია გადაეცა ეკა ქევანიშვილს (რადიოსიუჟეტისთვის – “თუ ბავშვი ცუდად იქცევა”, გადაიცა რადიო “თავისუფლებაზე”). გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო (500 ლარი) და დიპლომი.

  • საუკეთესო ფოტონამუშევარი

პირველი პრემია გადაეცა მარიკა ქოჩიაშვილს (ფოტონამუშევრისთვის – “პორტრეტი”). გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო (1000 ლარი) და დიპლომი.
მეორე პრემია გადაეცა მარიკა ამურველაშვილს (ფოტონამუშევრისთვის – “დუხაბორები მიდიან”). გამარხვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო (500 ლარი) და დიპლომი.

  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სპეციალური პრემია

სპეციალური პრემია გადაეცა სოფიო თოდუას (სტატიისთვის – “როდესაც ასე ახლოა გრემი”, გამოქვეყნდა გაზეთ “24 საათში”). გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო (500 ლარი) და დიპლომი.