„ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ – სი-ეს-აიმ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

20.10.2014

19 ოქტომბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, ასევე შესაძლებლობებზე და დადებით ფაქტორებზე. დასახელებული პრობლემებიდან ახალგაზრდებმა გამოყვეს მათთვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი: უმუშევრობა, გარემოს დაბინძურება და სამეცნიერო ლიტერატურის ქართულ ენაზე არ არსებობა, ასევე ისაუბრეს ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.

შეხვედრას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის 20-მდე წარმომადგენელი. სი-ეს-აი მადლობას უხდის ყველას აქტიურობისა და საინტერესო პროცესისათვის.