Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
დასრულდა სტრატეგიული დაგეგმარების ტრენინგები მუნიციპალიტეტებისთვის - Civil Society Institute

დასრულდა სტრატეგიული დაგეგმარების ტრენინგები მუნიციპალიტეტებისთვის

15.02.2024

14 თებერვალს მარნეულში გაიმართა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის ტრენინგი სისტემური ხედვისა და სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ, რომელსაც ექსპერტი ლიზი სოფრომაძე უძღვებოდა.

მანამდე ტრენინგების კურსი გაიმართა დმანისში, ჩოხატაურსა და ბათუმში, რომელშიც საკრებულოს და მერიის 100–ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

აღნიშნული ტრენინგი, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ნაწილია, რომელიც მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასებას (www.ppmeter.ge) ეყრდნობა.  დამსწრე აუდიტორიამ მიიღო ინფორმაცია იმ სტანდარტების შესახებ, რომელიც სამთავრობო დადგენილებების, სამოქმედო გეგმების, ასევე სტრატეგიული დოკუმენტების შექმნისთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო.

მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის შესაძლებლობის განვითარების პროგრამა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში გამართა.